ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ფორდ-მუსტანგის 50 წლის იუბილე


ფორდი ლიმიტირებულ, ზუსტად 1964 საიუბილეო მოდელს გამოუშვებს იმ წლის აღსანიშნავად, როცა მუსტანგის პირველი მოდელი გამოვიდა

ფორდი, ერთ-ერთი უძველესი ამერიკული ავტომწარმოებელი კომპანია მუსტანგის მოდელის შექმნის 50 წლის იუბილეს აღნიშნავს. მუსტანგი არამარტო ფორდის პოპულარობის, არამედ ამერიკული კულტურის სიმბოლოდაც ითვლება.

მუსტანგის პირველი მოდელი ნიუ იორკის ცნობილი ცათამბჯენის, ემპაიარ სთეით ბილდინგის თავზე, 86-ე სართულზეა გამოფენილი. ის 1964 წლის მსოფლიო გამოფენაზე პირველად სწორედ ნიუ იორკმა იხილა. მუსტანგი გამოჩენისთანავე პოპულარული გახდა. ფორდმა წარმოების პირველ წელს თითქმის ნახევარი მილიონი მოდელი გაყიდა.

ნიუ იორკის წლევანდელ საერთაშორისო ავტოგამოფენაზე ფორდმა 2015 წლის სიახლეც წარმოადგინა: ეს მუსტანგის სპეციალიზებული, ლიმიტირებული რაოდენობით გამოსული მოდელია, რომელიც მხოლოდ საიუბილეოდ გაიყიდება. ფორდი ზუსტად 1964 საიუბილეო მოდელს გამოუშვებს იმ წლის აღსანიშნავად, როცა მუსტანგის პირველი მოდელი გამოვიდა.
XS
SM
MD
LG