ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ფეხბურთის ფანების საყვარელი ადგილი


ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ადგილი რიო დე ჟანეიროს მთებია, რომელიც ტურისტებს სანაპიროთა განუმეორებელი ხედებს სთავაზობს

სტადიონების შემდეგ რიო დე ჟანეიროში ჩასული უცხოელი ფეხბურთის გულშემატკივრების ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ადგილი სანაპიროზე განლაგებული მაღალი მთებია. ქალაქი მსოფლიო ჩემპიონატის სანახავად ჩასულ ასობით ათას ფეხბურთის ფანს მასპინძლობს. მთის მწვერვალები ტურისტებს რიოს პრომენადეების ულამაზეს ხედებს სთავაზობს. როგორც ბრაზილიელები ამბობენ, ზოგიერთ მთას დღეში ათასობით ადამიანი სტუმრობს.

მაღალ მთებს რიო დე ჟანეიროს თითქმის ყველა პეიზაჟში ნახავთ, მათ შორის კოპაკაბანას ცნობილ პრომენადეზეც. მთაზე ასვლას ორი საბაგიროს გამოცვლა ჭირდება, თუმცა, უფრო სპორტულებს და თავგადასავლების მოყვარულებს ფეხით ასვლა ურჩევნიათ.

ერთ-ერთი მთის წვერიდან ქალაქის ისეთი ხედი იშლება, როგორსაც სხვაგან ვერსად ნახავთ. იქიდან მოჩანს კოპაკაბანა, იპანემა, ბოტაფოგო, თუ რიოს ცენტრი და რაღა თქმა უნდა ქრისტეს გიგანტური ქანდაკებაც, რომელიც კორკოვადოს მთაზეა აღმართული.

როდრიგო რიოში დაიბადა და გაიზარდა, თუმცა მთის წვერზე პირველად მოხვდა.

„ეს ხედი რიო დე ჟანეიროს ხასიათს, მის სულს გადმოსცემს. მთელი ქალაქის სილამაზეა აქ, ამ ერთ წერტილში თავმოყრილი“ - ამბობს ის.

ავსტრალიელ ჰეიდენს და ჯორდანს უფრო გრძელი გზის გავლა მოუწიათ, მათ 29 საათი იფრინეს.

„3 რეისი დაჭირდა: ჯერ 8, შემდეგ 7 და ბოლოს 14 საათი ვიფრინეთ“.

ფეხბურთის ბევრმა ფანმა აირჩია მსოფლიო ჩემპიონატზე ვიზიტისთვის რიო დე ჟანეირო. ასეთი რამ შეიძლება რიოს სტადიონზე ვერ ნახოთ: ბრაზილიელ და კოლუმბიელ გულშემატკივრებს ფოტოს გერმანელი ფანები უღებენ.

„იქ ჩვენ ალპები გვაქვს, მაგრამ ამას ვერ შეადარებ“ - ამბობენ ალექსი და კრისტი გერმანიიდან.

ხედებით ტკბობის და სამახსოვრო ფოტოების გადაღების შემდეგ ტურისტების უმრავლესობა ქალაქში საბაგიროთი ბრუნდება. თუმცა, ისეთებიც არიან, ვინც ვერტმფრენს ირჩევს.
XS
SM
MD
LG