ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ფეხბურთის ჩემპიონატი ბრაზილიას ძვირი უჯდება


ბრაზილიის პრეზიდენტი დილმა რუსეფი აცხადებს, რომ მისი ქვეყანა მზადაა ფეხბურთის ჩემპიონატს უმასპინძლოს, მიუხედავად კრიტიკისა, რომ ღონისძიების დაგეგმვა ბრაზილიას ძალიან ძვირი უჯდება.

უკანასკნელი რამენიმე თვის განმავლობაში, ბრაზილიაში საპროტესტო დემონსტრაციები იმართება სახელმწიფო დანახარჯებთან დაკავშირებით. ჩემიონატისთვის მზადება ქვეყანას 11 მილიარდი დოლარი უჯდება, რაშიც 12 ქალაქში სტადიონების და სატრანსპორტო ინფრასტურქტურის აშენების ხარჯები შედის. მომიტინგეები აცხადებენ, რომ სამშებენლო პროექტების დასაფინანსებლად ფული ისეთ პროექტებს მოაკლდა, როგორიცაა ჯანდაცვა და განათლება. ამასთან ერთად, მასშტაბურმა სამშენებლო პროექტებმა სამთავრობო კორუფციის გაუარესებას შეუყო ხელი.

სატელევიზიო ინტერვიუში რუსეფმა განაცხადა, რომ 2010 წლის შემდეგ ბრაზილიამ განათლებასა და ჯანდაცვაში ხარჯები 200 პროცენტით გაზარდა. მისივე თქმით, მიუხედავად პრობლემებისა, რომლებიც ბრაზილიაში მსოფლიო თასის ჩატარებას უკავშირდება, მისი ქვეყანა მზადაა მთელ მსოფლიოს გაუმასპინძლდეს.

თასის გათამაშება ხუთშაბათს იწყება და პირველი მატჩი მასპინძელ ქვეყანას და ხორვატიას შორის გაიმართება.
XS
SM
MD
LG