ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ფინეთი: ნატოში გაწევრიანება „მომგებიანი იქნება“


ფინეთის პრეზიდენტის თქმით, ქვეყნისთვის ნატოში გაწევრიანება მომგებიანი იქნება, თუმცა ის გაზრდის დაძაბულობას რუსეთთან.

CNN-ის ცნობით, განცხადება საული ნინისტომ, შაბათს, ფინეთის საზოგადოებრივ მაუწყებელზე გააკეთა.

ფინეთის პრეზიდენტის თქმით, ნატოში ქვეყნის გაწევრიანების ყველაზე დიდი სარგებელი რუსეთიდან მომდინარე საფრთხის „პრევენცია“ იქნება. თუმცა "შურისძიების რისკი უფრო გაიზრდება". სწორედ ამიტომ ნინისტოს თქმით, ქვეყანა ამ საკითხზე მსჯელობს.

„საკმარისი უსაფრთხოება არის იქ, სადაც ფინელები იგრძნობენ თავს უსაფრთხოდ“, - თქვა მან და დაამატა, რომ ალიანსში ყოფნა „საკმარის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს“.

ფინეთმა ნატოში გაწევრიანებაზე ფიქრი მას შემდეგ დაიწყო, რაც რუსეთმა უკრაინაში ინტერვენცია განაახლა. უკვე გაიმართა რამდენიმე შეხვედრა ბრიუსელში, ნატოს შტაბბინაშიც, თუმცა გადაწყვეტილება ამ დრომდე მიღებული არ არის.

მარტში ფინეთის პრეზიდენტი ვაშინგტონშიც იმყოფებოდა, სადაც ის ამერიკის პრეზიდენტს ჯო ბაიდენს შეხვდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG