ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ფინეთის პრემიერი ამბობს, რომ ევროპამ თავდაცვა უნდა გააძლიეროს


სანა მარინი
სანა მარინი

რუსეთის შეჭრამ უკრაინაში აჩვენა, რომ ევროპა ზედმეტად არის დამოკიდებული შეერთებულ შტატებზე საკუთარი უსაფრთხოების კუთხით, განაცხადა პარასკევს ფინეთის პრემიერ-მინისტრმა სანა მარინმა.

ავსტრალიაში, სიდნეის კვლევით ცენტრთან საუბრისას, მარინმა მხარი დაუჭირა ევროპის თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებას, მათ შორის - იარაღის წარმოებას.

"უნდა ვიყო სასტიკად გულწრფელი თქვენთან, ევროპა ახლა საკმარისად ძლიერი არ არის. შეერთებული შტატების გარეშე ჩვენ პრობლემები გვექნებოდა", - უთხრა მარინმა აუდიტორიას ლოუვის ინსტიტუტში.

მან დასძინა, რომ ესაუბრა ამერიკელ პოლიტიკოსებს, რომლებმაც თქვეს, რომ ფიქრობენ, რომ ევროპა უფრო უნდა გაძლირდეს.

„შეერთებულმა შტატებმა უკრაინას დიდი რაოდენობით იარაღი, ბევრი ფინანსური დახმარება, ჰუმანიტარული დახმარება მიაწოდა და ევროპა კვლავ არ არის საკმარისად ძლიერი“, - თქვა მარინმა.

”ჩვენ უნდა უზრუნველყოთ ევროპული თავდაცვის, ევროპის თავდაცვის ინდუსტრიის აშენება“, - დასძინა მან.

ჰელსინკში ცოტა ხნის წინ გამოსვლისას მარინმა თქვა, რომ ევროპა ამჟამად ზედმეტად არის დამოკიდებული ჩინეთზე ტექნოლოგიების თვალსაზრისით და მეტი ინვესტიცია უნდა ჩადოს ისეთ სფეროებში, როგორიცაა ხელოვნური ინტელექტი და კვანტური ტექნოლოგიები.

XS
SM
MD
LG