ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნეშვილში შობის დილას აფეთქებაში ბრალდებული ადგილზე დაიღუპა 


შობის დილას ნეშვილში მომხდარ დიდ აფეთქებაში ბრალდებული 63 წლის ენტონი უორნერი იყო. ინფორმაცია საგამოძიებო ორგანოების თანამშრომლებმა ცოტა ხნის წინ გაავრცელეს. გავრცელებული ინფორმაციით, ის იმ მანქანაში იმყოფებოდა, რომელიც აფეთქდა.

"ჩვენ მივედით იმ დასკვნამდე, რომ ადამიანი სახელად ენტონი უორნერი, იყო ამფეთქებელი. ის ადგილზე იმყოფებოდა და აფეთქების დროს დაიღუპა,"- თქვა ჟურნალისტებთან საუბრის დროს ტენესის ოლქის წარმომადგენელმა დონალდ კოხრანმა.

დამატებით დეტალებზე თუ რა მოხდა შობა დილას ნეშვილში გამოძიების ფედერალური ბიუროს აგენტები მუშაობას განაგრძობენ. ამ დრომდე ინციდენტის ადგილი შემოსაზღვრულია ყვითელი ლენტით. აფეთქება იმდენად ძლიერი იყო რომ ახლოს მდებარე შენობები მნიშვნელოვნად დაზიანდა და დაშავდა 3 ადამიანი. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია. აფეთქება ნეშვილში 25 დეკემბერს დილით მოხდა. ამერიკის გამოძიების ფედერალური ბიურო ამბობს, რომ ამ დროისთვის მომხდარში სხვა პირის დანაშაული არ იკვეთება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG