ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აფეთქება ნეშვილში - გამოძიებაში FBI ჩაერთო


შობის დილას, ამერიკის ქ. ნეშვილის ცენტრში ავტომობილი აფეთქდა. სამართალდამცავები მომხდარს "განზრახ ქმედების" კვალიფიკაციას აძლევენ. ოფიციალური ინფორმაციით, აფეთქების შედეგად სამი ადამიანი დაშავდა, თუმცა მათი ჯანმრთელებოს მდგომარეობა მძიმე არ არის.

"აფეთქება მასშტაბური იყო. პოლიციის დეპარტამენტი, ფედერალურ პარტნიორებთან ერთად, მათ შორის გამოძიების ფედერალურ ბიუროსთან (FBI) ერთად, მასშტაბურ გამოძიებას აწარმოებს. გვჯერა, რომ აფეთქება განზრახ ჩადენილი ქმედება იყო" - აცხადებს ნეშვილის პოლიციის პრესსპიკერი, დონ აარონი. სამართალდამცავი უწყება, ამ დროისთვის, აფეთების მოტივზე არ საუბრობს.

აფეთქება იმდენად მასშტაბური იყო, რომ მის გამო წარმოქმნილი კვამლის დანახვა, რამდენიმე კილომეტრის დაშორებითაც შეიძლებოდა. ამასთან, აფეთქების სიმძლავრის გამო, შენობები და სხვა ავტომობილები, ეპიცენტრიდან 9 ბლოკის დაცილებით დაზიანდა.

გამოძიების ბიუროს ყოფილი მაღალჩინოსანი, ენდრიუ მაკაბი აცხადებს, რომ მსგავსი მასშტაბის აფექთქებაზე, როგორც წესი, გამოძიება შესაძლო ტეროისტული აქტის კვალიფიკაციით იწყება.

ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობას მოუწოდებს, ქალაქის ამ ნაწილში გადაადგილებას მოერიდოს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG