ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ულტრა-მემარჯვენე ფრანგი კომენტატორი "საფრანგეთის ხსნისთვის" კენჭს იყრის


ერიკ ზემური, ულტრა-მემარჯვენე ფრანგი კომენტატორი, საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭისყრას აპირებს. ამის შესახებ მან სამშაბათს გამოქვეყნებული ვიდეოს მეშვეობით აცნობა მოსახლეობას. მისი თქმით, სურს, რომ საფრანგეთი დეგრადაციისა და იმ უმცირესობებისგან იხსნას, რომლებიც "უმრავლესობას ავიწროვებენ".

ყოფილი ჟურნალისტი, რომელსაც რასობრივი სიძულვილის გაღვივებაშიც ადანაშაულებდნენ, მოქმედი პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის წინააღმდეგ სავარაუდოდ მეორე რაუნდში მარინ ლე პენის, ულტრა-მემარჯვენე "ეროვნული ფრონტის" მთავარი მეტოქე იქნება.

მისი კანდიდატურა კიდევ ერთი გამოცდაა 2022 წლის აპრილის არჩევნების წინ იმისა, თუ რამდენად ძლიერდება ევროპაში რადიკალური მემარჯვენე იდეები და პოზიციები. გასულ ათწლეულში ნაციონალისტური, მემარჯვენე ჯგუფები ძალებს იკრებდნენ, მაგრამ მაინც გარკვეულ ლიმიტს აღწევდნენ. ზემური ამბობს, რომ დიდი ხნის განმავლობაში ჟურნალისტის როლში ბედნიერი იყო, მაგრამ ახლა აღარ სჯერა, რომ პოლიტიკოსებს ჰყოფნით გამბედაობა, ქვეყანა ტრაგიკული მომავლისგან იხსნან. "ამიტომ გადავწყვიტე, რომ თავად ვიყარო კენჭი საპრეზიდენტო არჩევნებში", - ამბობს ზემური კამპანიის პირველ ვიდეოში.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG