ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

წყალქვეშა ნავების შესახებ ავსტრალიურ და ფრანგულ მხარეებს შორის მიმოწერა გამოქვეყნდა


Australia French Submarines

ავსტრალიური მედია საფრანგეთის პრეზიდენტსა და ავსტრალიის პრემიერ-მინისტრის მიმოწერის ნაწილს ასაჯაროებს. კანბერა ცდილობს დაამტკიცოს, რომ ფრანგული მხარე არ მოუტყუებია, როდესაც მრავალმილიონიან კონტრაქტს წყალქვეშა ნავების შესყიდვის თაობაზე ხელი არა საფრანგეთთან, არამედ ამერიკასთან მოაწერა.

ამ მიმოწერის თანახმად, რომლის შინაარსიც მედიას სამთავრობო წყარომ მიაწოდა, სკოტ მორისონმა ემანუელ მაკრონთან სატელეფონო საუბარი ხელშეკრულების გაფორმებამდე 2 დღით ადრეც სცადა. მაკრონმა მას უპასუხა: "ჩვენს საერთო, წყალქვეშა ნავებთან დაკავშირებული ამიბიციების შესახებ კარგ სიახლეს უნდა ველოდო თუ ცუდს?" მორისონის პასუხი მედიაში არ გავრცელებულა.


სექტემბერში ავსტრალიამ საფრანგეთის Naval Group-თან შეთანხმებაზე უარი თქვა და სულ მცირე 12 ატომური წყალქვეშა ნავის მშენებლობაზე ხელშეკრულებას ამერიკასა და ბრიტანეთთან ერთად მოაწერა ხელი.

კანბერას ესს ნაბიჯი დიპლომატიური სკანდალის მიზეზი გახდა და საფრანგეთი, რომელმაც ძვირადღირებული კონტრაქტი დაკარგა, მხარეებს ტყუილში და ფარულ მოქმედებაში სდებდა ბრალს. მაკრონმა კვირასაც გაიმეორა, რომ მორისონმა მას ავსტრალიის განზრახვის შესახებ მას ტყუილი უთხრა. ეს მოკავშირის მიმართ უჩვეულო და უპრეცედენტო ბრალდება იყო. მორისონმა ეს ბრალდებები მალევე უარყო.

ფრანგული მხარე აცხადებს, რომ კანბერას არ უცდია პარიზისთვის ინფორმაციის მიწოდება მანამ, სანამ ამერიკასა და ბრიტანეთთან დადებული ხელშეკრულების შესახებ საჯაროდ არ გახდა ცნობილი.

იმ ფონზე, როდესაც საფრანგეთი ავსტრალიის მიმართ ბრაზს არ მალავს, ევროკავშირმა კანბერასთან თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების თაობაზე მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდი დროებით გადადო.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG