ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საფრანგეთმა და გერმანიამ მოსკოვი დიპლომატიური პროტოკოლის დარღვევაში დაადანაშაულეს


საფრანგეთმა და გერმანიამ მოსკოვს დიპლომატიური პროტოკოლის დარღვევაში დასდეს ბრალი. მოსკოვმა გამოაქვეყნა კონფიდენციალური მომოწერა, რომელიც აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტის გადაწყვეტის ძალისხმევას ეხებოდა.

„ასეთი მიდგომა დიპლომატიური წესებისა და ტრადიციების საწინააღმდეგოდ მიგვაჩნია“, - განაცხადა საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-მდივანმა. გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომაც მსგავსი განცხადება გააკეთა.

მოსკოვმა გამოაქვეყნა საკუთარი მიმოწერა ე.წ. ნორმანდიის ფორმატის ჯგუფთან, რომელშიც უკრაინა, რუსეთი, საფრანგეთი და გერმანია შედიან. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ეს რუსეთის პოზიციების არასწორად წარმოჩენის სამხილებლად გააკეთა.


პარიზმა რუსეთს ბრალი დასდო, რომ ნორმანდიის ფორმატის ქვეყნების მინისტრების დონეზე შეხვედრაში მონაწილეობაზე უარი თქვა და მან უკრაინის კონფლიქტის თაობაზე მოსკოვის წინადადებებს არ უპასუხა. კრემლმა კი კონფიდენციალური მიმოწერის 28 გვერდი გამოაქვეყნა და განაცხადა, რომ ის აჩვენებს, რომ საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა წინასწარ თქვა, რომ 11 ნოემბრისთვის შეთავაზებულ შეხვედრაში მონაწილეობას ვერ მიიღებდა.

მოსკოვის მიერ დოკუმენტების გამოქვეყნების შემდეგ, კიევმა რუსეთს ნორმანდიის პროცესის ძირის გამოთხრის მცდელობაში დასდო ბრალი.

ერთ-ერთი გამოქვეყნებული დოკუმენტი გერმანელი და ფრანგი საგარეო საქმეთა მინისტრებისგან მიღებული, 4 ნოემბრით დათარიღებული წერილი იყო, რომელშიც ეწინააღმდეგებიან მოსკოვის მიერ რუსეთის მიერ მხარდაჭერილ სეპარატისტებსა და კიევს შორის ომისთვის „უკრაინის შიდა კონფლიქტას" შეფასების თაობაზე.

საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-მდივანმა განაცხადა, რომ დოკუმენტების გამოქვეყნებამ აჩვენა, რომ მოსკოვი ცდილობდა პროცესისთვის ხელი შეშალა და უამრავ წინაპირობას აყენებდა, რომელთა მიღება სხვა მონაწილეებს არ შეეძლოთ.

მან რუსეთს მოუწოდა, მოლაპარაკებებს რაც შეიძლება სწრაფად დაუბრუნდეს. ლავროვმა კი მოსკოვში თქვა, რომ როდესაც მინისტრების დონეზე შეხვედრაზე მსჯელობა მიმდინარეობდა, საფრანგეთის და გერმანიის მხარეები „ქედმაღლურ, არცთუ შესაფერის და არცთუ ძალიან ეთიკურ განცხადებებს აკეთებდნენ“.

XS
SM
MD
LG