ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მოკლული მოტოციკლისტის ოჯახი 3 მილიონ დოლარს მიიღებს


გასულ წელს მინესოტის შტატში პოლიციის მიერ მოკლული შავკანინანი მოტოციკლისტის ოჯახი 3 მილიონი დოლარის ღირებულების კომპენსაციას მიიღებს. ფილანდო კასტილის დედა სასამართლოში აღარ იჩივლებს.

მისი შვილის სიცოცხლის ბოლო წუთები ფეისბუქის პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა.

კასტილი შუქნიშანზე იყო გაჩერებული, როდესაც ის სასიკვდილოდ დაჭრა სანტ-ენტონის პოლიციის ოფიცერმა ხერონიმო იანეზმა, მას მერე, რაც კასტილმა იანეზს უთხრა, რომ ის შეიარაღებული იყო. პოლიციელი ამტკიცებდა, რომ ის იარაღის ამოღებას ცდილობდა, დაღუპულის მეგობარი გოგონა კი, რომელიც მასთან ერთად იყო, ამბობდა, რომ ის საფულის ამოღებას ცდილობდა და არა იარაღის.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG