ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთმა მოლდოვას ომი "არაოფიციალურად" გამოუცხადა - კიშინიოვი


ანა რევენკო - მოლდოვის შინაგან საქმეთა მინისტრი
ანა რევენკო - მოლდოვის შინაგან საქმეთა მინისტრი

გადატრიალების მცდელობა, ბომბების თაობაზე 400-ზე მეტი ყალბი შეტყობინება საჯარო დაწესებულებებში, ჰაკერების თავდასხმები, მასობრივი დემონსტრაციები, ყალბი ხელმოწერების შეგროვება... კიშინიოვი აცხადებს, რომ მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში განმეორებით შეიჭრა, მოლდოვაში ბევრი რამ მოხდა.

"გასული წლის 24 თებერვლიდან საფრთხეების აფეთქება დაიწყო [ქვეყნის] უსაფრთხოების მიმართულებით" - უთხრა საინფორმაციო სააგენტო "როიტერს" მოლდოვის შინაგან საქმეთა მინისტრმა ანა რევენკომ. მან ინტერვიუში კრიზისების მთელი კასკადი აღწერა, რომელიც მის პროდასავლურ ქვეყანას ბოლო ერთ წელიწადში დაატყდა თავს.

იმას, რაც რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, მოლდოვაში ხდება, რევენკო მოსკოვის მიერ გამოცხადებულ "არაოფიციალურ ომს" უწოდებს. შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, ეს ყოველივე მოლდოვის მოსახლეობის "ფსიქოლოგიურ სიმტკიცეს ძლიერ წნეხად აწევს".

კრემლი მოლდოვის ბრალდებებს გამუდმებით უარყოფს. რუსეთის მთავრობამ უპასუხოდ დატოვა "როიტერის" თხოვნა, პასუხი გაეცა მოლდოვის ოფიციალური პირის მიერ ინტერვიუში გამოთქმულ მოსაზრებებზე. საინფორმაციო სააგენტო ასევე აცხადებს, რომ მას დამოუკიდებელი წყაროებით აღნიშნული ფაქტების გადამოწმების საშუალება არ აქვს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG