ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მოლდოვის პროევროპული მთავრობა გადადგა, მიზეზად ეკონომიკური კრიზისი სახელდება


 ნატალია გავრილიცა - მოლდოვის ყოფილი პრემიერ-მინისტრი
ნატალია გავრილიცა - მოლდოვის ყოფილი პრემიერ-მინისტრი

პოსტის დაკავებიდან 18 თვის შემდეგ, მოლდოვის პრემიერ-მინისტრმა ნატალია გავრილიცამ თქვა, რომ ის თანამდებობას ტოვებს. განცხადება პარასკევს, 10 თებერვალს გავრცელდა.

პრეზიდენტმა მაია სანდუმ გავრილიცის გადადგომის მოთხოვნა დააკმაყოფილა და პრემიერის მოვალეობის შემსრულებლის ვინაობას მოკლე დროში დაასახელებს. მოლდოვის კონსტიტუციის მიხედვით, მთავრობის მეთაურის მიერ პოსტის დატოვება მინისტრთა მთელი კაბინეტის გადადგომას უდრის. პროევროპული მთავრობის გადადგომას კიშინიოვში ეკონომიკურ პრობლემებს და რუსეთის მიერ მეზობელ უკრაინაში დაწყებული ომის გამოძახილს მიაწერენ.

პრემიერის გადადგომამდე დაახლოებით ერთი საათით ადრე, კიშინიოვმა გაავრცელა განცხადება, რომ რუსეთის რაკეტამ მათი საჰაერო სივრცე დაარღვია. ამასთან დაკავშირებით, მოლდოვამ რუსეთის ელჩი განმარტებების გასაკეთებლად დაიბარა.

გავრილიცას პრემიერობამდე მოლდოვის პრემიერ-მინისტრის პოსტი ეკავა. მოლდოვის მთავრობას პრეზიდენტ მაია სანდუს მიერ დაფუძნებული „მოქმედების და სოლიდარობის“ პარტია მართავს, რომელიც პარლამენტში მანდატების უმრავლესობას ფლობს.

 დნესტრისპირეთიდან რუსეთის იერიშის საფრთხე უკრაინაში
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:03:09 0:00

Facebook Forum

XS
SM
MD
LG