ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"ფეისბუქმა" ჩინური კომპანიებისთვის მონაცემების გაზიარება აღიარა


„ფეისბუქმა“ აღიარა, რომ ოთხ ჩინურ ტექნოლოგიურ კომპანიასთან მონაცემთა ბაზის გაზიარების ხელშეკრულება ჰქონდა, რომელთაგან ერთს, ამერიკის სადაზვერვო სამსახურები, ეროვნული უსაფრთხოებისთვის საფრთხედ მიიჩნევენ.

ეს ფაქტი, სოციალური ქსელების გიგანტის მიერ, მომხმარებელთა პირადი ინფორმაციის გამოყენების მიმართ ახალ კითხვებს აჩენს.

"ფეისბუქის" აღიარება, გაზეთ „ნიუ იორკ თაიმსის“ მიერ იმ ფაქტის გამჟღავნებიდან ორი დღის შემდეგ მოხდა, რომლითაც ცნობილი გახდა, რომ კომპანიამ მონაცემთა ბაზის გაზიარების შესახებ შეთანხმება ელექტრონული მოწყობილობების 60 მწარმოებელთან დადო. მათ შორის არიან, „ჰუავეი“, „ლენოვო“, „ოპპო“ და „თი სი ელი“.

შეერთებული შტატების სადაზვერვო სამსახურების ხელმძღვანელები „ჰუავეის“ გარშემო უკვე წლებია გამოთქვამენ შეშფოთებას, რადგან შიშობენ, რომ ჩინეთის მთავრობას შეეძლო ამ მოწყობილობებზე და სერვერებზე არსებულ ინფორმაციაზე წვდომა მოეთხოვა. ამის გამო, შეერთებული შტატების სამხედრო უწყებამ, თავის ბაზებზე „ჰუავეის“ სმარტფონების გაყიდვა აკრძალა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG