ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ეგიზიტპოლების პირველი შედეგები საქართველოში


საქართველოში საარჩევნო უბნები დაიხურა, მათ უმეტესობაში კი ხმების დათვლის პროცესი დაწყებულია. ასევე დაიწყო ეგზიტპოლების პირველადი შედეგების გამოქვეყნება. ეგზიტპოლები გამოაქვეყნეს ტელეკომპანიებმა "მთავარმა არხი", "ფორმულა", "იმედი" და "რუსთავი 2".

ტელეკომპანია "ფორმულას" დაკვეთით, ეგზიტპოლები კომპანია "ედისონ რისერჩმა" მოამზადა. ამჟამინდელი ინფორმაციის მიხედვით, მათი შედეგები ასეთია:

  • ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ – 46%
  • ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ – 28%;
  • "ბაქრაძე, უგულავა, ბოკერია - ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" – 5%;
  • „გირჩი“ - 3%
  • ლელო - მამუკა ხაზარაძე“ – 3%
  • „პატრიოტთა ალიანსი“ – 2%;
  • გიორგი ვაშაძე-სტრატეგია აღმაშენებელი" – 2%.

მონაცემები, რომელიც "ედისონ რისერჩმა" გამოაქვეყნა, თბილისის დროით, 16:00-მდეა დათვლილი. კომპანია ამბობს, რომ რესპონდენტების 50%-მა უარი თქვა გამოკითხვაში მონაწილეობაზე. მოგვიანებით ეტზიტპოლის სრული შედეგებიც გამოქვეყნდება.

რაც შეეხება ტელეკომპანია "იმედის" ეგზიტპოლებს, მათ მიერ გამოქვეყნებული მონაცემები ასეთია:

  • ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო - 55.0
  • „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ – 23,0
  • "ბაქრაძე, უგულავა, ბოკერია - ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" – 3,0
  • „ლელო - მამუკა ხაზარაძე“ – 3,0
  • „გიორგი ვაშაძე-სტრატეგია აღმაშენებელი" – 3,0
  • „შალვა ნათელაშვილი-საქართველოს ლეიბორისტული პარტია“ – 1,0
  • „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ – 3,0
  • ნინო ბურჯანაძე-ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობა - 1,0
  • „ალეკო ელისაშვილი-მოქალაქეები“ – 1,0

„გირჩი“ – 3,0

ეგზიტპოლებს აქვეყნებს ტელეკომპანია "მთავარიც". მათი მონაცემების მიხედვით, პარტიებმა ხმათა ასეთი რაოდენობა მიიღეს:

  • „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ – 35%
  • „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო - 30%
  • „გირჩი“ – 8%
  • „ბაქრაძე, უგულავა, ბოკერია - ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" – 4%
  • „ლელო - მამუკა ხაზარაძე“ – 7%
  • „გიორგი ვაშაძე-სტრატეგია აღმაშენებელი" – 4%
  • „პატრიოტთა ალიანსი“ – 2%
  • „შალვა ნათელაშვილი-საქართველოს ლეიბორისტული პარტია“ – 2%
  • „ალეკო ელისაშვილი-მოქალაქეები“ – 2%
  • „ნინო ბურჯანაძე-ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობა“ – 1%

ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ისთვის ეგზიტპოლები ბრიტანულმა კომპანიამ Suvration შეაჯამა. ეგზიტპოლი საღამოს 17:30 საათის მონაცემებს ასახავს და ასე გამოიყურება:

  • ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ – 52.26%
  • „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ – 25.33%
  • „ბაქრაძე, უგულავა, ბოკერია - ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" – 4.2%
  • „გირჩი“ – 3.52%
  • „ლელო - მამუკა ხაზარაძე“ – 2.61%
  • „გიორგი ვაშაძე - სტრატეგია აღმაშენებელი“ – 2.37%
  • „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ – 2.29%
  • „შალვა ნათელაშვილი - საქართველოს ლეიბორისტული პარტია“ – 1.22%
  • „ალეკო ელისაშვილი-მოქალაქეები“ – 1.02%
  • სხვა პარტიები – 0.69%

გამარჯვებას უკვე ზეიმობენ, როგორც პარტია "ქართული ოცნების", ისე ოპოზიციის წარმომადგენლები.

Facebook Forum

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG