ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილება


პერიშიჩი , 1990 წელს ბოსნიასა და ხორვატიაში ჩადენილ ომის დანაშაულებების წაქეზებასა და ხელშწყობაში დამნაშავედ არ სცნეს

იუგოსლავიის არმიის ყოფილი მეთაური მომცილო პერიშიჩი , 1990 წელს ბოსნიასა და ხორვატიაში ჩადენილ ომის დანაშაულებების წაქეზებასა და ხელშწყობაში დამნაშავედ არ სცნეს. სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას სერბეთის ოფიციალური პირები მიესალმნენ, თუმცა მსხვერპლთაგან მრავალმა
უარყოფითად შეაფასა სასამართლოს ვერდიქტი.

ჰააგის სასამართლოს მოსამართლეებმა, ჩათვალეს, რომ პერიშიჩმა კანონიერების ფარგლებში იმოქმედა, როდესაც სამხედრო დახმარება გაუწია ბოსნიაში სერბეთის არმიას. სასამართლომ დაადგინა, რომ მას არ გაუცია ისეთი ბრძანებები რასაც ომის დანაშაულებების კვალიფიკაცია შეიძლება მიენიჭოს.
XS
SM
MD
LG