ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ევროზონის ეკონომიკა


ევროპის ცენტრალური ბანკი საპროცენტო განაკვეთს ამცირებს

ევროზონის ეკონომიკის დახმარების მიზნით, ევროპის ცენტრალურმა ბანკმა საპროცენტო განაკვეთი რეკორდულად დაბალ მაჩვენებლამდე დაწია და 0,5% შეადგინა. ამასთან საჭიროების შემთხვევაში საპროცენტო განაკვეთის კიდევ უფრო შემცირების სამომავლო პერსპექტივის შესაძლებლობაც არ გამორიცხა.
ევროპის ცენტრალური ბანკის ეს გადაწყვეტილება მოულოდნელი არ ყოფილა.
ბრატისლავაში გამართულ პრესკონფერენციაზე ბანკის პრეზიდენტმა მარიო დრაგმა განაცხადა, რომ საპროცენტო განაკვეთის შემცირებამ ევროზონის 17 ქვეყანას მნიშვნელოვანი შვება მოუტანოს.
XS
SM
MD
LG