ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ევროპულმა სასამართლომ ბელგიის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა


ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ ძალაში დატოვა ბელგიის მთავრობის გადაწყვეტილება მუსლიმი ქალებისთვის პირბადის აკრძალვის შესახებ.

ბელგიის მთავრობის ამ გადაწყვეტილებას ორი მუსლსიმი ქალი დისკრიმინაციად აფასებდა და მთავრობას ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში უჩივლა.

სტრასბურგის სასამართლომ მიიჩნია, რომ 2011 წელს მიღებული კანონი “დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი იყო” და მუსლიმების დისკრიმინაციას არაპროპორციულად არ ახდენდა.

6 წლის წინ მიღებული ეს კანონი კრძალავს საჯარო ადგილებში სახის "სრულ დაფარვას ან შენიღბვას.” კანონისადმი დაუმორჩილებლობა ჯარიმით, ან 7 დღემდე პატიმრობით ისჯება.

სტრასბურგის სასამართლომ მსგავსი გადაწყვეტილება 2014 წელსაც მიღო, მაშინ ევროპულმა სასამართლომ ძალაში დატოვა საფრანგეთის გადაწყვეტილება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG