ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დღეს ბრიუსელი გაზის მოხმარების შეზღუდვის გეგმას წარმოადგენს


გაზსადენი ჩრდილოეთის ნაკადი-1. ლუბმინი, გერმანია. 8 მარტი, 2022 წ.

ევროპის კავშირი საგანგებო გეგმაზე მუშაობს, რომლის მონახაზს 27 სახელმწიფოსგან შემდგარი ბლოკი დღეს წარმოადგენს. გეგმა რუსული გაზის იმპორტზე დამოკიდებულების შემცირებას ეხება.

ალტერნატიულ გეგმაზე მუშაობა დააჩქარა რუსეთის პრეზიდენტის განცხადებამ გაზსადენის "ჩრდილოეთის ნაკად 1" შესახებ. ვლადიმირ პუტინმა თქვა, რომ ევროპის უდიდესი მილსადენით გაზის მიწოდება კიდევ უფრო შემცირების რისკის წინაშეა.

ევროკავშირში გაზის იმპორტის მესამედზე მეტი რუსეთზე მოდის. ბუნებრივი აირის მიწოდება გაზსადენ "ჩრდილოეთის ნაკადი 1" თითქმის 10 დღეა შეჩერებულია. რუსეთის განცხადებით, ეს ყოველწლიურ პროფილაქტიკურ სამუშაოებს უკავშირდება. რუსული გაზის მიწოდება ხუთშაბათს უნდა განახლდეს. თუმცა, უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის შემდეგ, ევროკავშირში ბუნებრივი აირის იმპორტი ისედაც შემცირებულია.

წინასწარ გავრცელებული ინფორმაციით, ევროპის კომისიის მიერ წარმოდგენილი გეგმა ქვეყნებს გაზის გამოყენების შემცირებას მოსთხოვს. სამიზნე შემდეგი 8 თვის განმავლობაში 10%-15%-იანი შეზღუდვაა. ევროკავშირში თვლიან, რომ ამ ნაბიჯის გადადგმა კრიტიკულია ახლავე, იმის მიუხედავად, შეამცირებს თუ არა რუსეთი მომავალში გაზის მიწოდებას.

ევროპა რუსეთს გაზის პოლიტიკურ ბერკეტად გამოყენებაში ადანაშაულებს. რუსეთი ბრალდებას უარყოფს და ამბობს, რომ ის ენერგორესურსების მიწოდებაში სანდო და დასაყრდნობი პარტნიორია. ივნისში კრემლის მიერ კონტროლირებულმა "გაზპრომმა" ბუნებრივი აირის ექსპორტი 40%-მდე შეამცირა. მან ბრალი კომპანია "სიმენსს" დასდო, რომელიც გაზსადენს კანადიდან ემსახურება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG