ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთი ნავთობზე ფასების გაზრდით იმუქრება


რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი, მარია ზახაროვა აცხადებს, რომ დიდი შვიდეულის წევრი ქვეყნების მცდელობამ, შეამცირონ ნავთობზე გადასახადი, შესაძლოა უკუეფექტი გამოიწვიოს. "ეს გეგმები ბაზრის საწინააღმდეგო და სარისკოა",- თქვა ზახაროვამ.

ნავთობის ფასებთან დაკავშირებული შეზღუდვის სქემა, პირველად, გასულ თვეს, ამერიკის ხაზინის მდივანმა, ჯანეტ იელენმა წარადგინა, როგორც მოსკოვზე ზეწოლის გაზრდის კამპანიის ნაწილი. საბოლოო მოლაპარაკებების შესახებ დეტალები ჯერ ცნობილი არ არის.

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირმა განაცხადეს, რომ რუსული ნავთობის შესყიდვას შეწვეტენ. ეს დასავლეთის პასუხია მოსკოვის მიერ უკრაინაში დაწყებულ არაპროვოცირებულ და გაუმართლებელ სრულმასშტაბიან ომზე.

შეზღუდვებმა გავლენა უკვე იქონია რუსულ ნავთობზე. ის მკვეთრად დაცემული ფასითა და ფინანსური, თუ ლოჯისტიკური პრობლემების ფონზე იყიდება.

განცხადება ნავთობის ფასთან დაკავშირებით გააკეთა ვლადიმირ პუტინმაც. მისი თქმით, დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, ენერგო სექტორში ფასების კატასტროფულ ზრდას გამოიწვევს.

XS
SM
MD
LG