ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ხმელთაშუა ზღვაში იტალიისკენ მიმავალი 500 მიგრანტი აიყვანეს


ლიბიიდან იტალიისკენ მიმავალი მიგრანტებით გადაჭედილი ნავებით ხმელთაშუა ზღვის გადაკვეთის მეოთხე წელიწადი, სარეკორდო ტემპით დაიწყო. სანაპირო დაცვამ კვირას განაცხადა, რომ ცოტა ხნის წინ მაშველებმა ზღვაში დაახლოებით 500 მიგრანტი აიყვანეს, 1300 მიგრანტი კი სიცილიის სამ პორტში გადასხდა.

პარასკევს იტალიის სანაპირო დაცვამ განაცხადა, რომ ამ წლის სამაშველო ოპერაციებში გადარჩენილ მიგრანტთა რიცხვმა 15 ათასს გადააჭარბა. გაეროს ლტოლვილთა სააგენტოს ბოლო შეფასებით, მხოლოდ 2017 წელს დაღუპულთა რიცხვმა 440-ს მიაღწია.

XS
SM
MD
LG