ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

წამყვანი ინდუსტრიული სახელმწიფოები მიგრანტებს დაეხმარებიან


მსოფლიოს 7 ინდუსტრიული სახელმწიფო მზადაა მიგრანტების დასახმარებლად გაეროს 1.8 მილიარდი დოლარი გამოუყოს.

მსოფლიოს 7 ინდუსტრიული სახელმწიფო მზადაა მიგრანტების დასახმარებლად გაეროს 1.8 მილიარდი დოლარი გამოუყოს.

ამის შესახებ ცნობილი გუშინ, გაეროს გენერალური ასამბლეის განმავლობაში დიდი შვიდეულის შეხვედრის შემდეგ გახდა.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა - ფრანკ ვალტერ-შტაინმაიერმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ამ თანხის დიდი ნაწილი გაეროს ლტოლვილთა სააგენტოს და საკვების მსოფლიო პროგრამის საქმიანობას მოხმარდება.

დახმარებისთვის მზადყოფნა გამოთქვა იაპონიამაც, რომელმაც 810 მილიონი დოლარის გამოყოფის შესახებ განაცხადა, რითაც ქვეყანას სირიელი და ერაყელი ლტოლვილების დახმარება სურს. იაპონია დამატებით 750 მილიონ დოლარს გამოყოფს ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკაში სამშვიდობო პროცესის ხელშეწყობისთვის.

ლტოლვილების საკითხზე დღეს ორ შეხვედრას მართავს გაეროს გენერალური მდივანი - ბან კი-მუნი.

გაეროს მონაცემებით იანვრიდან მოყოლებული თავშესაფრის მოთხოვნით ახლო-აღმოსავლეთი და აფრიკა ნახევარ მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა, აქედან 383 ათასი ლტოლვილი იტალიაში, 129 ათასი კი საბერძნეთში ჩავიდა.

XS
SM
MD
LG