ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, რიკარდო მილიორიმ, დღეს, საგანგებო განცხადება გაავრცელა, რომელიც საქართველოს ციხეებში პატიმართა წამების ამსახველი ვიდეო მასალის გამოქვეყნებას ეხება.
მილიორიმ წამების ამსახველი კადრები შოკისმომგვრელად შეაფასა. მან მომხდარის გამოძიება ისურვა და მაღალი თანამდებობის პირების პასუხისმგებლობის საკითხი დააყენა, ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს, როგორც ეუთოს წევრი ქვეყნის, მოვალეობაა, დაიცვას ადამიანის უფლებები.
მილიორი დადებითად გამოეხმაურა პენიტენციალური სისტემის რამდენიმე ოფიციალური პირის დაკავების ფაქტს და მიესალმა პრეზიდენტ სააკაშვილის განცხადებებს, რომ ამ ფაქტებში მონაწილე და პასუხისმგებელი პირები უმკაცრესად იქნებიან დასჯილი.