ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

„იუნისეფი" მცირეწლოვანთა წამების ფაქტებს ეხმაურება


სკანდალური ვიდეოფირები უცხოური მედიის და საერთაშორისო ორგანიზაციების ყურადღებას იქცევს

გაეროს ბავშვთა ფონდი „იუნისეფი" (UNICEF) გმობს საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემაში მცირეწლოვანთა წამების ფაქტებს. ამის შესახებ „იუნისეფმა" სპეციალური განცხადება გაავრცელა საქართველოში ბავშვების მიმართ არაადამიანური მოპყრობის ამსახველი ვიდეო-მასალის ტელევიზიაში ჩვენების შემდეგ.

გაზეთ „ჩიკაგო ტრიბუნის" ინფორმაციით, ათასობით ადამიანი გამოვიდა საპროტესტო დემონსტრაციებზე საქართველოს დედაქალაქის ქუჩებში პატიმართა წინააღმდეგ სასტიკი წამების გამოყენებისადმი პროტესტის ნიშნად. როგორც „როიტერის" კორესპონდენტს აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა განუცხადა, საქართველოში არსებული ეს სისხლიანი რეჟიმი უნდა დაემხოს, - წერს გაზეთი „ჩიკაგო ტრიბუნი".

საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემაში პატიმართა არაადამიანური წამების ფაქტებს ტელეკომპანია „ეი-ბი-სი"-ც ეხმაურება. ამერიკული ტელეარხის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ მასალაში მოყვანილია საპროტექსტო აქციის ერთ-ერთი მონაწილის - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების სიტყვები, რომელიც მომხდარში საქართველოს ხელისუფლებას ადანაშაულებს, რადგან პენიტენციალური სისტემა საქართველოში მთავრობის მკაცრი კონტროლის ქვეშაა.
XS
SM
MD
LG