ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ევროკავშირმა ამერიკელებისთვის სამოგზაურო შეზღუდვების განახლების რეკომენდაცია გასცა


ევროკავშირმა შეერთებული შტატები უსაფრთხო ქვეყნების სიიდან ამოიღო და გასცა რეკომენდაცია, რომ ცალკეულმა ქვეყნებმა განაახლონ კოვიდ-19-თან დაკავშირებული სამოგზაურო შეზღუდვები ამერიკელი არავაქცინირებული ტურისტებისთვის. შეერთებულ შტატებში ახალი შემთხვევები და ჰოსპიტალიზაციის რაოდენობა უკანასკნელ კვირებში სწრაფად იზრდება.

ევროკავშირის ეს გადაწვეტილება არ ავალდებულებს ცალკეულ ქვეყნებს მის გათვალისწინებას. ეს ნაბიჯი გაერთიანებამ მას შემდეგ ორი თვის თავზე გადადგა, რაც ამერიკელი ტურისტებისთვის შეზღუდვების უმეტესობა მოიხსნა. ვაშინგტონს საპასუხო ნაბიჯი არ გადაუდგამს და ევროპელი ვიზიტორებისთვი ამერიკის საზღვარი კვლავ ჩაკეტილია.

ევროკავშირის უსაფრთხო სიაში მოსახვედრად, ქვეყანაში ინფიცირების რაოდენობა ყოველ 100,000 ადამიანზე 75-ს არ უდნა აღემატებოდეს. ამერიკაში, 100,000 მოსახლეზე ახალი შემთხვევები უკანასკნელი მონაცემებით 300-ს უტოლდება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG