ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ევროპარლამენტმა ლტოლვილების მიღება დაამტკიცა


Austria Migrants

ევროპის პარლამენტმა გეგმა დაამტკიცა, რომლის თანახმადაც, მიგრანტების პრობლემის შემსუბუქების მიზნით, 120 ათას ლტოლვილს ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა თავშესაფარი უნდა მისცენ.

ევროკავშირის კანონმდებლებმა ინიციატივას კენჭი დღეს ურაყეს. კანონპროექტს მხარი 372-მა დელეგატმა 124-ის წინაარმდეგ დაუჭირა, 54-მა კი თავი შეიკავა. მომდევნო ნაბიჯი ეკონომიკური ბლოკის შინაგან საქმეთა მინისტრების მიერ ლტოლვილების მიღების და დოკუმენტაციის გეგმის დამტკიცებაა.

შეხვედრა სლოვენიის დედაქალაქ ლიუბლიანაში გაიმართა, სადაც ავსტრიის კანცლერმა და სლოვენიის პრემიერ მინისტრმა ევროკავშირს მიგრანტების პრობლემაზე დაუყოვნებელი რეაგირების გაკეთება სთხოვეს.

მიგრანტების უნგრეთში შედინება მას შემდეგ მნიშვნელოვნად შემცირდა, რაც კვირის დასაწყისში უნგრეთმა სერბეთთან საზღვარი გადაკეტა. ლტოლვილების ნაწილი ევროკავშირში შესვლას ახლა ხორვატიის გავლით ცდილობს. გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ უნგრეთის მთავრობის მიერ საზღვრის გადაკეტვა გააკრიტიკა და ნაბიჯი „მიუღებლად“ შეაფასა.

XS
SM
MD
LG