ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ლტოლვილების დიდი ნაკადი ევროპის ქვეყნებში მოხვედრას ლამობს


ბუდაპეშტის რკინიგზის სადგური, 6 სექტემბერი, 2015
ბუდაპეშტის რკინიგზის სადგური, 6 სექტემბერი, 2015

ბუდაპეშტის კელეტის რკინიგზის სადგური საკვანძო სატრანზიტო გზად იქცა იმ ლტოლვილებისთვის, რომლებიც ევროპის უფრო მდიდარ ქვეყნებში, გერმანიაში, ავსტრიაში, საფრანგეთში და ჰოლანდიაში მოხვედრას ლამობენ.

ევროპაში გამოქცეულ ლტოლვილთა უმეტესობა სირიიდან და ერაყიდანაა. მაგრამ ავღანეთში მიმდინარე ბრძოლებმა ამ კაცს თავისი სამშობლოს დატოვება აიძულა

რეზა მუსაზადა, ავღანელი მიგრანტი;

„ორი თვე გზაში ვიყავი. ავღანეთიდან ირანში წავედით, შემდეგ თურქეთში კონტრაბანდული გზით გადავედით. თურქეთიდან საბერძნეთში, მერე მაკედონიაში, შემდეგ სერბეთში და ახლა უნგრეთში. გზაში ბევრ პრობლემას გადავაწყდით.“

უნგრეთის მსგავსად, საბერძნეთიც ლტოლვილების უზარმაზარ ნაკადთან გამკლავებას ცდილობს.

ორშაბათს ასობით მათგანი საბერძნეთიდან მაკედონიაში გადავიდა. ისინი რამდენიმე საათით ამ ბანაკში გაჩერდნენ, სანამ დასავლეთ ევროპის, განსაკუთრებით გერმანიაში ჩასვლის მიზნით სერბიისკენ მიმავალ მატარებელში ჩასხდებოდნენ.

ალი, სირიელი ლტოლვილი:

„გერმანიაში წასვლა მინდა. კარგ ცხოვრებას ვნახავ. არ მომწონს ბრძოლა, ბრძოლა, სულ ბრძოლაა ჩემს ქვეყანაში.“

გაეროს ლტოლვილთა სააგენტოს დახმარების მუშაკები, საერთაშორისო წითელი ჯვარი და ჰუმანიტარული ჯგუფები, ბანაკებში ლტოლვილთა დახმარებას ცდილობენ.

„ჰუმან რაითს ვოჩ“-ის წარმომადგენელი ბილ ფრელიკი ამბობს, რომ ვითარება იქ საშიში და ქაოტურია,

„მთელი დღე ამ ობიექტის გარშემო შეჯგუფებულ ხალხს ვაკვირდებოდით, ქალები და ბავშვები ძირს ეცემოდნენ, გული მისდიოდათ, რადგან საკმარისი წყალი და ჩრდილში შესაფარებელი არ ჰქონდათ, პირდაპირ ცხელი მზის ქვეშ იდგნენ.“

ფრელიკი ამბობს, რომ ბანაკში ადამიანები შეშინებული არიან, მათ არ ეუბნებიან თუ რა ხდება და ეს მათ ზედმეტად სტანჯავს.

XS
SM
MD
LG