ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ევროკავშირის ლიდერების პორტუგალიაში პირისპირ შეხვედრის მთავარი საკითხები


დღეს ევროპის კავშირის ლიდერები პორტუგალიის ქალაქ პორტოში უმაღლესი დონის სამიტზე შეიკრიბნენ. ორდღიან მოლაპარაკებაზე დღის წესრიგში პანდემიის შემდგომი მართვის საკითხები და მიყენებული ზიანის გამოსწორების გზებია.

ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის ლიდერები ასევე განიხილავენ კოვიდ-19-ის ვაქცინების ტექნოლოგიათა გაზიარების წინააღმდეგობრივ საკითხს. ოთხშაბათს, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მხარი დაუჭირა პატენტების შემსუბუქებას, რათა ვაქცინების წარმოება მაქსიმალურად გაფართოვდეს და აჩქარდეს.

შეხვედრას სტუმრის სტატუსით, ვიდეოკონფერენციის გზით დისტანციურად ჩაერთვება ინდოეთის პრემიერ-მინისტრი ნარენდა მოდი. ინდოეთი კორონავირუსით ინფიცირებულთა რეკორდული მონაცემებით, ახლა პანდემიის ეპიცენტრშია. ევროკავშირი ინდოეთისთვის საერთაშორისო დახმარების გაზრდაზეც იმსჯელებს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG