ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ევროკავშირის ლიდერები ფინანსური დახმარების პაკეტზე მოლაპარაკებას აგრძელებენ


ორშაბათ დილით, ევროკავშირის ლიდერებმა შესვენება გამოაცხადეს მოლაპარაკებების მეოთხე დღეს, რომელიც მიმართული იყო 2 ტრილიონი დოლარის ბიუჯეტის და დაფინანსების საკითხზე შესათანხმებლად. დაფინანსება განკუთვნილი იქნება ევროკავშირის წევრი ქვეყნების დასახმარებლად, რათა მათ კორონავირუსის პანდემიით გამოწვეულ შედეგებს თავი გაართვან.

მოლაპარაკებები თავდაპირველად მხოლოდ შაბათამდე უნდა გაგრძელებულიყო, მაგრამ მისი გაგრძელება ორშაბათისთვის დაიგეგმა

ჰოლანდიის პრემიერ-მინისტრმა მარკ რუტემ თქვა, რომ ლიდერებმა პროგრესს მიაღწიეს და ავსტრიის კანცლერმა სებასტიან კურზმა თქვა, რომ მოლაპარაკებების სირთულის მიუხედავად: “დღევანდელი შედეგით ძალიან კმაყოფილი ვართ.”

წინა რამდენიმე დღე განსაზღვრა იმ დაყოფამ, რომელმაც ხუთი მდიდარიჩრდილო-ევროპულიქვეყანა - ავსტრია, დანია, ფინეთი, ჰოლანდია და შვედეთი დააპირისპირა სამხრეთის ქვეყნებთან, რომლებიც კორონავირუსმა ყველაზე მძიმედ დააზარალა და გერმანიის და საფრანგეთის მხარდაჭერით სარგებლობენ.

იმ დროს, როდესაც ჩრდილოეთის ქვეყნები მოითხოვდნენ, რომ ხარჯვაზე მკაცრი კონტროლი ნებისმიერი შეთანხმების ნაწილი გამხდარიყო, სხვა ქვეყნებს კი, როგორიცაა იტალია და ესპანეთი, ასეთი პირობების მინიმუმამდე შემცირება სურდათ.

ევროკავშირის ქვეყნებში “კოვიდ-19”-მა 135 ათასი გარდაცვალება გამოიწვია. იტალიაში, საფრანგეთში და ესპანეთში, მთელ მსოფლიოში ყველაზე მაღალი სიკვდილობა აღინიშნა.

ვირუსის გავრცელების შესაზღუდად, ბევრი მთავრობის მიერ შემოღებულმა საკარანტინო ზომებმა ევროკავშირის ეკონომიკას ზიანი მიაყენა და სპეციალისტების პროგნოზით,წელს ეკონომიკა 8.3 პროცენტით შეიკვეცება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG