ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ევროკავშირი გარე საზღვრებს ივლისში გახსნის... მაგრამ არა ყველა ქვეყნისთვის, მათ შორის, ამერიკა და რუსეთიცაა


ევროკავშირი იმედოვნებს, რომ გარე საზღვრებს ივლისში გახსნის, თუმცა ამ გადაწყვეტილების მიღებამდე შეაფასებს კოდივ-19-ის თვალსაზრისით არსებულ ვითარებას იმ ქვეყანაში საიდანაც სტუმრები ჩავლენ. წინასწარი ინფორმაცით, ამერიკიდან და რუსეთიდან სტუმრების ჩასვლა შეიძლება შეიზღუდოს.

27-წევრიანი ეკონომიკური ბლოკის ტურიზმის ინდუსტრიამ დიდი დარტყმა მიიღო კორონავირუსის პანდემიის გავრცელების შესაჩერებლად გაჩერებული ეკონომიკების გამო. ევროპის ქალაქები და ადგილობრი თემები ტურისტებს ელოდებიან და თან სიფრთხილის გამოჩენას ცდილობენ ვირუსის მეორე ტალღს თავიდან ასაცილებლად.

ევროკავშირმა რეკომენდაციების პროექტი უკვე შეიმუშავა. „როიტერის“ მიერ ნანახი ეს დოკუმენტი ამბობს, ბლოკში არა-ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან შესვლა იმ ქვეყნებიდან იქნება შესაძლებელი, სადაც ინფიცირების შემთხვევები კლებულობს, ან რომლებსაც „ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით უკეთესი მდგომარეობა აქვთ.“

ეპიდემიოლოგიური კრიტერიუმი, რომლითაც ინფექციის გავრცელება განისაზღვრება 100,000 ადამიანზე 2 კვირის განმავლობაში 16-20 ახალი შემთხვევაა.

ამასთან ერთად, მოხდება ქვეყნების შეფასება მათი ტესტირების და კონტაქტების გამოვლენის შესაძლებლობების, მკურნალობის მეთოდების და მონაცემთა სანდოობის დონის მიხედვით.

ამ დროისთვის, ევროკავშირის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მიერ შედგენილი კრიტერიუმის თანახმად, ბლოკში მოგზაურობას ვერ შეძლებენ ადამიანები ამერიკიდან, მექსიკიდან, სამხრეთ ამერიკიდან, სამხრეთ აფრიკიდან, რუსეთიდან, ირანიდან, საუდის არაბეთიდან, ავღანეთიდან და რამდენიმე სხვა ქვეყნიდან.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG