ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ქვეყნები ხსნიან შეზღუდვებს, კორონავირუსი კი ძლიერდება


მთელ რიგ ქვეყნებში, სადაც შეზღუდვები მოიხსნა, ინფიცირების მაჩვენებლები თავიდან გაიზარდა. ტენდენცია გლობალურ ხასიათს ატარებს.

ესპანეთში, კატალონიის შტატის სამ დიდ ქალაქში მცოვრებ 96 ათასზე მეტ ადამიანს, მთავრობამ სახლში დარჩენა უბრძანა. მანამდე კი ბარსელონაში მყოფ 4 მილიონამდე ადამიანისთვის კარანტინი ისევ გამოცხადდა.

ავსტრალიის შტატ ვიქტორიაშიც კვლავ დაწესდა შეზღუდვები და მოსახლეობას პირბადის ტარების ბრძანება მიეცა. შტატის უდიდესი ქალაქია მელბურნი, 5 მილიონამდე მცხოვრებით.

შაბათს, ორი დღის მიყოლებით მეორედ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაადასტურა, რომელმაც 24 საათში 260 ათასი შეადგინა. წინა დღეს, ეს რიცხვი გლობალურად 238 000 შემთხვევას უდრიდა.

ყველაზე დიდი მატება იყო ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც ინფიცირების დღიურმა ზრდამ 72 000 შეადგინა. ბრაზილიაში იყო ერთ დღეში 45 000, ინდოეთში - 35 000 და 14 000 - სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG