ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ევროკავშირი პალესტინელებს დახმარებას უჩერებს


ევროკომისიამ ორშაბათს განაცხადა, რომ პალესტინელებისთვის გაცემული 691 მილიონი ევროს დახმარების შეჩერებას გეგმავს. გადაწყვეტილების მიზეზი „ჰამასის“ ისრაელზე თავდასხმაა.

იქამდე, გერმანიამ და ავსტრიამ განაცხადეს, რომ ისინი აჩერებდნენ ორმხრივ დახმარებას პალესტინელებისთვის, ხოლო სხვებმა, როგორიცაა მაგალითად იტალია, თქვეს, რომ დახმარების შეჩერება არ განიხილება.

ევროპა პალესტინის ტერიტორიების დახმარების ერთ-ერთი მთავარი წყაროა, სადაც გაეროს შეფასებით, დაახლოებით 2,1 მილიონ ადამიანს სჭირდება ჰუმანიტარული დახმარება, მათ შორის 1 მილიონი ბავშვია. გაურკვეველია, შეეხება თუ არა საერთაშორისო დახმარების შეჩერება ამ ტიპის დახმარებას.

„ისრაელისა და მისი ხალხის წინააღმდეგ ტერორისა და სისასტიკის მასშტაბები გარდამტეხი მომენტია“, - თქვა ოლივერ ვარჰელიმ, სამეზობლო და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, სოციალურ მედიაში გამოქვეყნებულ პოსტში.

ჰამასის მებრძოლებმა მოკლეს ისრაელის ასობით მოქალაქე და გაიტაცეს ათეულობით ადამიანი.

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები, სამშაბათს, საგანგებო შეხვედრას გამართავენ, რათა განიხილონ შექმნილი ვითარება, მათ შორის განვითარების დახმარების ასპექტები, განაცხადეს ოფიციალურმა პირებმა ორშაბათს. 2022 წლის ბიუჯეტში, პალესტინელი ხალხისთვის, ევროკავშირის ჯამური დახმარება 296 მილიონი ევრო იყო.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG