ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სახელმწიფო დეპარტამენტი ისრაელში 9 ამერიკელის დაღუპვას ადასტურებს


შეერთებულმა შტატებმა ორშაბათს განაცხადა, რომ ისრაელში 9 ამერიკელი დაიღუპა. ამ დრომდე, ისრაელში მყოფი ამერიკის მოქალაქეთა ნაწილი უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა.

„ამ დროისთვის, ჩვენ შეგვიძლია დავადასტუროთ აშშ-ის ცხრა მოქალაქის გარდაცვალება“, - განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, მეთიუ მილერმა.

„ჩვენ შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ არიან აშშ-ის უგზო-უკვლოდ დაკარგული მოქალაქეები და ჩვენ ვმუშაობთ ისრაელელ პარტნიორებთან, მათი ადგილსამყოფლის დასადგენად“, - დასძინა მან.

ისრაელში ამერიკის 9 მოქალაქის გარდაცვალება, ასევე დაადასტურა აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სპიკერმა.

შაბათ-კვირას დაწყებული კონფლიქტის შედეგად დაღუპული ამერიკელების ვინაობა შეერთებული შტატების ოფიციალურ პირებს ჯერ არ გაუსაჯაროებიათ.

ისლამისტური ტერორისტული ჯგუფის, „ჰამასის“ მებრძოლებმა 700 ისრაელელი მოკლეს და ათობით მეტი გაიტაცეს, როდესაც ისინი თავს დაესხნენ ისრაელის ქალაქებს შაბათს. ეს, ისრაელის ტერიტორიაზე, ყველაზე მსხვერპლიანი შეჭრაა ეგვიპტისა და სირიის თავდასხმების შემდეგ, „იომ-ქიპურის ომში“, 50 წლის წინ. ისრაელმა „ჰამასის“ თავდასხმას და შეჭრას, ღაზაზე დარტყმით უპასუხა, რის შედეგადაც ასობით პალესტინელი დაიღუპა.

XS
SM
MD
LG