ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პენტაგონი: ამერიკა ერაყს არ ტოვებს


მარკ ესპერი, აშშ-ის თავდაცვის მდივანი
მარკ ესპერი, აშშ-ის თავდაცვის მდივანი

შეერთებულ შტატებს ერაყიდან ჯარები არ გაჰყავს - განაცხადა ორშაბათს ამერიკის თავდაცვის მდივანმა მარკ ესპერმა. მსგავსი გადაწყვეტილება არ მიგვიღია და ეს ჩვენს გეგმაში არ ყოფილა, დასძინა მან.

პენტაგონს განმარტების გაკეთება "ტვიტერზე" ცირკულირებულ წერილთან დაკავშირებით მოუწია. ორშაბათს გამოქვეყნებულ წერილში, ერაყში ბაზირებული ამერიკული ძალების ერთ-ერთი სამხედრო მაღალჩინოსანი, ერაყის მთავრობას წერდა, რომ ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებაზე დაყრდნობით, ამერიკას ერაყიდან ჯარები გაჰყავდა.

აშშ-ის შეიარაღებული ძალების შტაბების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის თავმჯდომარემ გენერალმა მარკ მილიმ ჟურნალისტებს უთხრა, რომ წერილი ჯერ კიდევ დამუშავების პროცესში იყო. ის ერაყელ მოკავშირეებთან კოორდინაციისთვის და სიტყვების სწორად შერჩევის მიზნით გაიგზავნა. "ეს შეცდომა იყო, გულწრფელი შეცდომა" - თქვა მან და დასძინა, რომ მსგავსი რამ ადგილზე არ ხდება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG