ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ის თავდაცვის მდივანი ერაყს სტუმრობს


Iraq US

აშშ-ის თავდაცვის მდივანი მარკ ესპერი ბაღდადში ჩავიდა. ის ერაყის ოფიციალურ პირებს შეხვდება, სირიიდან ამერიკის შეარაღებული ძალების ერაყში ჩასვლის საკითხებზე სასაუბროდ.

შეერთებულმა შტატებმა 700-ზე მეტი სამხედრო სირიიდან დასავლეთ ერაყში გადაიყვანა, სადაც ვაშინგტონს 5000 სამხედრო პერსონალი ყავს განთავსებული. ესპერი ამბობს, რომ შეიარაღებული ძალების ზრდა ხელს შეუწყობს ერაყის დაცვას და ანტი-ტერორისტულ ოპერაციებს ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღდეგ სირიაში.

თუმცა ერაყის მთავრობა აცხადებს, რომ ამერიკელ სამხედროებს არ აქვთ ქვეყანაში დარჩენის უფლება. ესპერმა განაცხადა, რომ "საბოლოოდ, სამხედროები სახლში დაბრუნდებიან".

პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მოულოდნელმა გადაწვეტილებამ სირიიდან ამერიკული სამხედრო კონტინგენტი გაეყვანა, სირიაში თურქეთის შეჭრა და ქურთების წინააღდეგ სამხედრო ოპერაციის დაწყება მოჰყვა. ანკარამ სამშაბათს განაცხადა, რომ ეს ოპერაცია დასრულდა და შექმნა „ბუფერული ზონა“. გასულ კვირას თურქეთი ხუთდღიან ცეცხლის შეწვეტის შეთანხმებას დათანხმდა, რომლის ვადაც გუშინ ამოიწურა.

სამშაბათს პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა და თუქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა შეთანხმებას მიაღწიეს, რომ სირიის ჩრდილოეთ საზღვარს ერთად გააკონტროლებენ.

ქურთები, სირიაში, შეერთებული შტატების მხარდამხარ იბრძოდნენ, თუმცა თურქეთი მათ „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ გაგრძელებად და ტერორისტულ დაჯგუფებად მიიჩნევს.

Facebook Forum

ტვიტერი

XS
SM
MD
LG