ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ერდოღანი: ხაშოგის მკვლელები მართლმსაჯულებას ვერ გაექცევიან


ამერიკამ საუდის არაბეთის მთავრობის იმ წევრებს, რომლებიც ჟურნალისტ ჯამალ ხაშოგის მკვლელობის საქმეში სავარაუდო მონაწილეები იყვნენ, ვიზები გაუუქმა. ეს პირველი სადამსჯელო ღონისძიებაა, რომელიც ამერიკულმა მხარემ მიიღო მას შემდეგ, რაც ჟურნალისტი სტამბოლში, საუდის არაბეთის საკონსულოს შენობაში შესვლის შემდეგ გაუჩინარდა.

რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა, თურქეთის პრეზიდენტმა დღეს პირობა დადო, რომ მკვლელობაზე პასუხისმგებელი პირები "მართლმსაჯულებას ვერ გაექცევიან". ანკარაში სიტყვით გამოსვლისას ერდოღანმა აღნიშნა, რომ "თურქეთი არ დაუშვებს, რომ მკვლელობა შეინიღბოს" და ის გამჭვირვალეს გახდის ყველა მტკიცებულებას, რომელიც საქმეში გაჩნდება. მან მანამდეც განაცხადა, რომ ხაშოგის მკვლელობა საუდის არაბეთის მთავრობას წინასწარ ჰქონდა განზრაზული.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG