ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ერდოღანმა და ალიევმა მთიან ყარაბაღთან ახლოს აეროპორტი გახსნეს


თურქეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებმა, რეჯეპ ტაეპ ერდოღანმა და ილჰამ ალიევმა, მთიანი ყარაბაღის ახლოს, ქალაქ ფუზულიში საერთაშორისო აეროპორტი გახსნეს. აეროპორტი რეკორდულ დროში, 8 თვეში აშენდა.

ცერემონია გუშინ, ერდოღანის ფუზულიში ჩასვლიდან რამდენიმე საათში ჩატარდა. ფუზული იმ რაიონის დედაქალაქია, რომელიც მთიან ყარაბაღს ეკუთვნის და აზერბაიჯანის კონტროლქვეშ სულ ცოტა ხნის წინ, გასულ ნოემბერში ხელმოწერილი სამშვიდობო შეთანხმების შედეგად აღმოჩნდა.

აეროპორტს ერთი ასაფრენი ბილიკი აქვს და მის ტერმინალში 200 მგზავრის მომსახურებაა შესაძლებელი. "საერთაშორისო ტრანსპორტის ასოციაციამ" აეროპორტი საერთაშორისო აეროპორტების ჩამონათვალში შეიყვანა და მას FZL კოდი მიანიჭა.

აეროპორტი ქალაქ შუშიდან 100 კილომეტრითაა დაშორებული. შუშა მთიანი ყარაბაღის ყველაზე მნიშვნელოვანი ქალაქია, რომელსაც ასევე აზერბაიჯანელები აკონტროლებენ. ფუზული კი პირველი ქალაქი იყო, რომელიც აზერბაიჯანელებმა აიღეს ეთნიკურ სომხებთან ომის დროს გასულ წელს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG