ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ერდოღანმა და ალიევმა მთიან ყარაბაღთან საერთაშორისო აეროპორტი გახსნეს


ილჰამ ალიევი და რეჯეპ ტაიპ ერდორანი, აეროპორტის გახნის ცერემონიაზე.

მთიანი ყარაბაღის სადაო რეგიონთან ახლოს, ქალაქ ფუზულში, აზერბაიჯანისა და თურქეთის პრეზიდენტებმა, რეკორდულ დროში აშენებული საერთაშორისო აეროპორტი გახსნეს.

რვა თვეში აშენებული აეროპორტის გახნის ოფიციალური ცერემონია 26 ოქტომბერს, მას შემდეგ გაიმართა, რაც რეჯეპ ტაიპ ერდოღანი ფუზულში ჩავიდა. ამავე სახელწოდები ოლქი, ბაქოს კონტროლის ქვეშ, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის 44 დღიანი ომის შემდეგ, რუსეთის შუამავლობით მიღწეული შეთანხმების საფუძველზე მოექცა.

ახლაგახსნილ აროპორტს ერთი ასაფრენი ბილიკი აქვს, ტერმინალი კი 200 მგზავრზეა გათვლილი. საერთაშორისო საავიაცო ტრანსპორტის ასოციაციამ, აეროპორტი საკუთარ საერთაშორისო აეროპორტების სიაში უკვე შეიყვანა და კოდი მიანიჭა - FZL.

ფიზული პირველი ქალაქი იყო, რომელზეც აზერბაიჯანმა კონტროლი გასული წლის ომის დროს აღადგინა.

კიდევ ერთი ასეთი ქალაქი, რომელიც აზერბაიჯნმა ომის შედეგად დაიბრუნა, მთიანი ყარაბაღის მთავარ ქალაქად მიჩნეული შუშაა. აეროპორტი, შუშადან სამხრეთ აღმოსავლეთით, დაახლოებით 100 კილომეტრშია განლაგებული.

ალიევი და ერდოღანი, ასევე მონაწილეობას მიიღებენ რეგიონში ახალი გზატკეცილის მშენებლობის დაწყების ცერემონიაში, ზანგილანში - ეს არის კიდევ ერთი ოლქი, რომელზე კონტროლიც ბაქომ გასულ წელს დაიბრუნა.

მანამდე, ოფიციალური ბაქო აცხადებდა, რომ სამშენებლო პროექტებში თურქული სამსენებლო კომპანიები იქნებიან ჩართული.

თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, ორი ლიდერი, ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის განვითარების სემდგომ გზებს განიხილავს. ასევე, ლიდერები იმსჯელებენ მსოფლიოსა და რეგიონში მიმდინარე მოვლენებზე.

XS
SM
MD
LG