ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კონგრესმენი ენგელი ხალილზადს მოსმენაზე იბარებს


წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის, კონგრესმენ ელიოტ ენგელის (დემოკრატი ნიუ-იორკიდან) განცხადებით, მას „მოსწყინდა“ ტრამპის ადმინისტრაციის ქმედება, როცა ის ზალმაი ხალილზადს არ აძლევდა შესაძლებლობას, კანონმდებლებისთვის მოლაპარაკების თაობაზე მიეწოდებინა ინფორმაცია და აშშ-ის საზოგადოებას სიბნელეში ამყოფებდა სამშვიდობო პროცესის შესახებ. ჩვენ ამ ხანგრძლივ ომს დავაასრულებთ" - თქვა მან.

კონგრესმენმა ავღანეთის საკითხებში საგანგებო მომლაპარაკებელი ზალმაი ხალილზადი მოსმენაზე, ჩვენების მისაცემად 19 სექტემბერს დაიბარა. ეს ელიოტ ენგელმა მას მერე გააკეთა, რაც სახელმწიფო დეპარტამენტმა უგულებელყო არაერთი მოთხოვნა ხალილზადს ბრიფინგი გაემართა ავღანეთის სამშვიდობო გეგმისა და ადმინისტრაციის ხედვასთან დაკავშირებით.

9 სექტემბერს ტრამპმა სამშვიდობო მოლაპარაკება შეწყვიტა და გააუქმა კემპ დევიდში დაგეგმილი საიდუმლო მოლაპარაკება თალიბებთან.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG