ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ელექტრონული გზავნილი მასკისგან - სამსხურის გარეშე ათასობით ადამიანი რჩება


ელონ მასკი
ელონ მასკი

მილიარდერი ელონ მასკი სამსახურიდან თანამშრომლების გათავისუფლებას გეგმავს, მანამდე კი ახალი თანამშრომლების აყვანას აჩერებს.

„შეაჩერეთ თანამშრომლების აყვანა მთელ მსოფლიოში,“- წერია ელექტრონულ შეტყობინებაში, რომელიც კომპანია „ტესლას“ თანამშრომლებმა ხელმძღვანელისგან მიიღეს.

ელექტრონულ გზავნილს წინ უძღოდა მასკის განცხადება იმის თაობაზე, რომ პანდემიით გამოწვეული დისტანციური მუშაობის ხანგრძლივი პაუზა უნდა დასრულდეს და თანამშრომლები სამუშაო სივრცეს უნდა დაუბრუნდნენ. "დისტანციური მუშაობა მისაღები აღარ არის", დაწერა მან "ტვიტერზე და "ტესლას" თანამშრომლების გასაგონად, დაიმუქრა კიდეც: ვინც 40-საათიან სამუშაო კვირას სამსახურში ფიზიკურად არ შეასრულებს, შეუძლია სამსახური სხვაგან ეძებოს.

აღსანიშნავია, რომ სააგენტო „როიტერის“ ინფორმაციით, კომპანიის აქციები ამერიკაში 9 პროცენტით შემცირდა.

„ტესლაში“ 2021 წლის მონაცემებით 100 000 ადამიანია დასაქმებული. მასკი გეგმავს, რომ სამსახურიდან თანამშრომლების 10 პროცენტი გაუშვას. ამის მიზეზად ის ეკონომიკური სიტუაციის გაუარესებას ასახელებს.

კომპანიის წარმომადგენლებს მედიისთვის დამატებითი ინფორმაცია არ მიუწოდებიათ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG