ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მასკი "თაიმის" წლის ადამიანია


„ჯამბაზი, გენიოსი, მეამბოხე, იდეალისტი, მეწარმე, შოუმენი“ - ჟურნალი „თაიმი“ ილონ მასკს ამ ეპიტეთებით მოიხსენიებს და წლის ადამიანად ასახელებს.

„ტესლას“, ასევე „სფეისექსის“ დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანია. დაგროვილი კაპიტალით მან ახლახან უკან მოიტოვა „ამაზონის“ დამფუძნებელი, ჯეფ ბეზოსი. „ტესლას“ მზარდი ფასის ფონზე, მასკის ქონება 300 მილიარდი დოლარი გახდა.

მიუხედავად იმისა, რომ კომპანია მხოლოდ ბოლო წლებში გახდა მომგებიანი, ახლა „ტესლა“ მსოფლიოში ყველაზე ძვირი ავტომწარმოებელი კომპანიაა. კომპანიამ 2021 წელს, საბაზრო კაპიტალიზაციის 1 ტრილიონიანი ზღვარი გადალახა. მაგალითად, „ფორდის“ და „ჯენერალ მოტორსის“ ერთად აღებული ფასი 200 მილიარდ დოლარზე ნაკლებია.

ამ ყველაფრის ფონზე, მასკს წარმატებული კოსმოსური მისწრაფებები აქვს. გასულ თვეში მან განაცხადა, რომ „სფეისექსი“, თავისი ფუტურისტული, ტყვიის ფორმის „სტარშიპის“ ორბიტაზე გასვლას იანვარში შეეცდება. კომპანიასთან უკვე გააფრომა კონტრაქტი აშშ-ის აერონავტიკის და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნულმა სამმართველომ, ნასამ. 2025 წლისთვის, ნასა „სფეისექსის“ "სტარშიპით“, მთვარეზე ასტრონავტების დასმას გეგმავს. ამ ეტაპზე მასკის საბოლოო მიზანი კი ადამიანის მარსზე დაშვებაა.

„ეს არის ადამიანი, რომელიც ისწრაფვის ჩვენი პლანეტის გადასარჩენად და სურს მოგვცეს ახალი პლანეტა, სავხოვრებად“ - წერს ჟურნალი „თაიმსი“.

გამოცემა ასევე ხაზს უსვამს, რომ მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი, საკუთრებაში არ ფლობს არცერთ სახლს და ბოლო დროს საკუთარ ქონებას ყიდის. მართავს თავისივე შექმნილ ავტომობილს, რომელიც არ გამოიყენებს საწვავს და თითქმის არ სჭირდება მძღოლი.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG