ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

8 დაღუპული - სერბეთში ეჭვმიტანილი დაკავებულია


სერბეთის პოლიციამ დააკავა მოქალაქე, რომელიც ეჭვმიტანილია 8 ადამიანის მკვლელობაში. ეს ქვეყანაში ბოლო ორი დღის განმავლობაში მასობრივი მკვლელობის უკვე მეორე შემთხვევაა.

პირველი ინციდენტი ოთხშაბათს, 3 მაისს მოხდა, როცა პოლიციის ცნობით, 13 წლის ბიჭმა ბელგრადის ერთ-ერთ სკოლაში 9 ადამიანი მოკლა. მან კიდევ 7 ადამიანი დაჭრა, შემდეგ კი პოლიციას ჩაბარდა.

მეორე მასობრივი მკვლელობა ბელგრადიდან 42 კილომეტრით დაცილებულ სოფელ დუბონაში მოხდა. ადგილობრივი ტელევიზიის ცნობით, ეჭვმიტანილ ახალგაზრდა მამაკაცს სკოლის ეზოში უთანხმოება ჰქონდა. ის წავიდა, იარაღით დაბრუნდა, სროლა დაიწყო და ადგილზე შემთხვევით მოხვედრილ მანქანებსაც კი ესროლა.

სერბეთში დღეს, 5 მაისს, სამდღიანი გლოვა დაიწყო. პრეზიდენტი ალექსანდარ ვუჩიჩი მომხდარს "ტერორისტულ თავდასხმას" უწოდებს და იარაღის კონტროლის კანონის გამკაცრების ინიციატივით გამოდის.

პრეზიდენტი ნებისმიერი ტიპის იარაღის გაყიდვაზე დროებითი მორატორიუმის დაწესებას და ნებართვების გაცემის დროს, მფლობელების უფრო ხშირ სამედიცინო და ფსიქოლოგიურ შემოწმებას ითხოვს. მთავრობა ასევე აცხადებს, რომ სკოლებში უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით, დამატებით 1 200 ახალ პოლიციელს დაიქირავებს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG