ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კანადის პოლიცია მასობრივ მკვლელობაში ეჭვმიტანილებს ეძებს


კანადაში მასობრივ მკვლელობაში ეჭვმიტანილების ძებნა გრძელდება. კვირას მომხდარი ინციდენტის დროს, დანით მიყენებული ჭრილობებით 10 ადამიანი გარდაიცვალა. ეს კანადაში ერთ-ერთი ყველაზე მსხვერპლიანი მასობრივი მკვლელობის ფაქტია.

ოფიციალური პირების თქმით, დაღუპულთა ერთი ნაწილი სავარაუდოდ, მიზანმიმართულად აღმოჩნდა მოძალადეების სამიზნე, ხოლო მეორე ნაწილი შემთხვევით იყო ადგილზე და შემთხვევით გახდა ძალადობის მსხვერპლი. ამ დროისთვის, თავდასხმის ზუსტი მოტივი ცნობილი არ არის, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, შესაძლოა, საქმე რაიმე ფორმით ეხებოდეს ნარკოტიკებს.

პოლიციის განცხადებით, ეჭვმიტანილები ბოლოს კვირას რეჯაინაში, სასკაჩევანის პროვინციის დედაქალქში შენიშნეს, 335 კილომეტრის დაშორებით იქიდან, სადაც ინცინდენტი მოხდა. პოლიციამ გაფრთხილება გაავრცელა ირგვლივ მდებარე ქალაქებშიც, ასევე გაფრთხილებული არიან ამერიკის საზღვრის დაცვის წარმომადგენლებიც.

"ამ ქალაქში ვეღარავინ დაიძინებს. ყველას შეეშინდება კარის გაღება",- თქვა უელდონის ერთ-ერთმა მცხოვრებმა. სწორედ იქ მოხდა მასობრივი მკვლელობა. ეჭვმიტანილები 31 წლის დამიენ სანდერსონი და 30 წლის მაილს სანდერსონი არიან. პოლიციას დამატებითი დეტალები მათი ვინაობის შესახებ არ გაუვრცელებია.

XS
SM
MD
LG