ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ალექსანდრიაში საპროტესტო განწყობა იზრდება


ხვალ ქაიროსა და ალექსანდრიაში ერთდროულად უნდა გაიმართოს მოჰამედ მორსის მხარდამჭერი დემონსტრაციები

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:04:40 0:00
ბმული

ეგვიპტის საპორტო ქალაქი ალექსანდრია დიდი ხნის განმავლობაში „მუსლიმთა საძმოს“ მთავარ საყრდენს წარმოადგენდა, თუმცა ახლა ქვეყნის დანარჩენ ნაწილში არსებული მდგომარეობის მსგავსად, ალექსანდრიაც ორად გაიყო - ნაწილი „მუსლმითა საძმოს“, ხოლო დანარჩენები სამხედრო ძალის მხარდამჭერები არიან. გასული კვირების განმავლობაში შეტაკებების შედეგად ალექსანდრიის ასობით მკვიდრი დაიღუპა. საძმოს მხარდამჭერები იმუქრებიან რომ კვირის ბოლოს, პარასკევს ისევ შეიკრიბებიან. თუმცა ისინი ირწმუნებიან, რომ უფრო მშვიდობიანი გამოსვლა ექნებათ, ვიდრე მანამდე, რათა პოლიციელებთან და ოპონენტებთან შეტაკება აღარ განმეორდეს. ამერიკის ხმის კორესპონდენტი ჰიდერ მერდოკი ეგვიპტის მეორე დედაქალაქიდან მოგვითხრობს.


ალექსანდრიაში ყოველთვის ასე ხდებოდა. ხმელთაშუა ზღვის ტალღებს ზღვაში გაჭრილი კლდე შუაზე პობს, რომელიც ზღვის სანაპიროზე, მთავარ მისასვლელ გზასთან მდებარეობს. წყვილებიც იქვე სხედან, წყნარად საუბრობენ და ზღვას უყურებენ.


ძველ დროსთან შედარებით აქ ახლა შიშის ატმოსფერო შეიცვლა. იქვე საცხოვრებელი კორპუსის ბინაში მცხოვრებ ამირას გავესაუბრეთ, ის აქტივისტია და პირველად მას ქაიროში შევხვდით, რაბა ალ-ადავიას მეჩეთთან, აქციაზე, რომელიც მოჰამედ მორსის პრეზიდენტის პოსტზე დაბრუნების მოთხოვნის გამო გაიმართა.


იქვე, აივანზე მისი დისშვილი და რეპეტიტორი სხედან, ის მასწავლებლის დახმარებით ყურანს სწავლობს. ამირას დიდი იმედი აქვს, რომ ეგვიპტეში ეროვნული შუღლის პროცესი მალე დასრულდება. ჩვენი საუბარი ბინაში საიდუმლო ვითარებაში მიმდინარეობს, რადგან მიკროფონი და ჩართული ვიდეო-კამერა ქუჩაში მყოფი ადამიანების მხრიდან ინტერესს და ეჭვებს იწვევს.


ამირას თქმით, თითქმის ყოველ ღამე პატარა ჯგუფებით დაკომპლექტებულ საპროტესტო მსვლელობებში მონაწილეობს. ყველა ფრთხილობს, რომ მთავარ ქუჩებზე და სკვერებთან ახლოს არ გაიაროს, რადგან იქ სამხედროები პატრულირებენ. ამ პარასკევს, საპროტესტო აქცია ერთდროულად, ორივე დიდ ქალაქში, ქაიროში და ალექსანდრიაში იგეგმება. „მუსლიმთა საძმოს“ ლიდერების უმრავლესობა გაქცეულია, ზოგიც დაპატიმრებულია, ამიტომ ეს საპროტესტო აქციები ორგანიზაციის რიგითი წევრების მიერ არის ორგანიზებული.


ამირა: ამ კვირის აქციის მთავარი სლოგანი არის: ხალხი თავად ხელმძღვანელობს საკუთარ რევოლუციას. ხალხი თავად მიუძღვება წინ თავის რევოლუციას, რადგან ყველა ლიდერი დაპატიმრებულია.


ამირა ამბობს, რომ ის „მუსლიმთა საძმოს“ წევრი არ არის, თუმცა საპროტესტო მოძრაობას მხარს უჭერს, რადგან მორსი ხელისუფლებაში არჩევნების გზით მოვიდა და მისი რწმენით, სამხედროებს არანაირი უფლება არ ჰქონდათ რომ ორი თვის წინ ის პოსტიდან ჩამოეგდოთ.


ეგვიპტის სამხედრო ლიდერები აცხადებენ, რომ მათ მორსის წინააღმდეგ განწყობილი მასობრივი საპროტესტო მღელვარების საპასუხოდ იმოქმედეს. ქაიროს ქუჩებში ივნისის ბოლოს და ივლისის დასაწყისში მორსის გადადგომის მოთხოვნით მილიონზე მეტი ადამიანი იყო გამოსული. სამხედროები ამბობენ, რომ „მუსლიმთა საძმოს“ წევრები იარაღს იმარაგებდნენ, ისინი ასევე ისლამისტურ დაჯგუფებებს სისხლისღვრაში ადანაშაულებენ, რასაც საბოლოოდ მორსის ჩამოგდება მოჰყვა. ორკვირიანი შეტაკებების დროს ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა.


ალექსანდრიის ერთ-ერთი ქუჩის ბოლოს, სანაპიროზე, ხმაურიან კაფეში რომელიც სამხედრო ოფისის წინ მდებარეობს, ფოტოგრაფთან ერთად, ყოფილი აქტივისტი მუჰამედი ზის, და აღმოსავლურ ნარგილას ეწევა. ორივემ სოციალური ქსელის ფეისბუქის გვერდზე საკუთარი პროფილის სურათის ნაცვლად შავი ფონი დააყენა, ეს იმის ნიშნად რომ თავიანთი გულისტკივილი გამოხატონ ეგვიპტეში ორი დაპირისპირებული მხარის ქმედების შედეგად მიღებული იმედგაცრუების გამო.


მოჰამედი თავის გულისტკივილის შესახებ საუბრობს.


მოჰამედი: ჩემთვის მნიშვნელოვანი ადამიანის უფლებების დაცვის საკითხია, ლიბერალური ღირებულებები. ეს უფრო მეტი განათლების მიღებას ნიშნავს, რადგან დღესდღეობით ბევრი ადამიანი გაუნათლებელია.


ის ამბობს რომ ეგვიპტეში ბევრი ადამიანი პოლარიზებული გახდა, რაც მედიის მხრიდან მოვლენების არაობიექტურად გაშუქების ბრალია.


ხელისუფლება აცხადებს, რომ უცხოური პრესა ეგვიპტეში ურცხვად ეწეოდა „მუსლიმთა საძმოს“ მხარდამჭერ პროპაგანდას. ხოლო საძმოს წევრები კი იმას ამბობენ, რომ სამხედროების მთავარი მხარდამჭერი ეგვიპტური მასმედია იყო, რომელიც მათთვის სასურველ ინფორმაციას ავრცელებდა.


ისინი კი ვინც, „მუსლიმთა საძმოს“ და სამხედროების მხარდამჭერები ერთდროულად არიან საერთო მიზანზე საუბრობენ. მათ სურთ თავისუფალი, ეკონომიკურად მიმზიდველი და დემოკრატიული ქვეყანა - იმაზე უკეთესი, რაც ჰონსი მუბარაქის ოცდაათ წლიანი მმართველობის დროს იყო. 2011 წელს ეგვიპტის პრეზიდენტი მუბარაქი მასობრივი საპროტესტო აქციების შემდეგ ოცდაათ წლიან მმართველობას იძულებით დაემშვიდობა.


ამირა: არანაირი გარანტია არ არსებობს, რომ ქვეყანა წარსულ მდგომარეობას არ დაუბრუნდება. ყველაფერი ყალბია, და ხალხი ამას კარგად ამჩნევს. მათ შეუძლიათ საარჩევნო უბნებში კარები ჩაკეტონ, იქ ხალხი არ შეუშვან და გარეთ გამზადებული საარჩევნო შედეგებით გამოვიდნენ.


გასულ კვირას, მუბარაქი საპატიმროდან გამოუშვეს. მას შინა პატიმრობა მიესაჯა. ეს ფაქტი ბევრს აფიქრებინებს იმას, რომ რევოლუციური პროცესები დასრულდა, რადგან მუბარაქს პასუხს აღარ მოსთხოვენ მის მიერ ჩადენილი კრიმინალური საქმიანობის გამო. თუმცა სხვები, რომლებიც დაპირისპირებულ მხარეებს ერთად უდგანან მხარში აცხადებენ, რომ ეგვიპტის რევოლუცია სწორედ ახლა იწყება.

XS
SM
MD
LG