ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დღეს ეგვიპტეში საპრეზიდენტო არჩევნები იმართება.

ქვეყნის ამჟამინდელ ლიდერს აბდელ ფატა ელ-სისის ერთადერთი კონკურენტი მუსა მუსტაფა მუსაა, რომელიც არჩევნებში მონაწილეობამდე სისის მოკავშირე იყო.

არაერთი სხვა კანდიდატი კი არჩევნებამდე ან დააპატიმრეს, ან არჩევნებში მონაწილეობის მიღება გადააფიქრებინეს. ოპოზიციური პარტიები მოსახლეობას არჩევნების ბოიკოტისკენ მოუწოდებდნენ.

არჩევნები ეგვიპტეში სამ დღეს გრძელდება და ოფიციალური შედეგები 2 აპრილს გამოცხადდება, თუმცა არსებული მოლოდინით, ელ-სისი უპირობოდ გაიმარჯვებს. ის ქვეყნის ხელისუფლებაში 2013 წელს მოვიდა და 2014 წლის არჩევნებში ხმების 97% -ით გაიმარჯვა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG