ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შეერთებული შტატები ეგვიპტის დახმარებას აყოვნებს


ადამიანის უფლებების მძიმე მდგომარეობის გამო შეერთებული შტატები ეგვიპტეს ფინანსურ მხარდაჭერას უწყვეტს.

ეგვიპტეს, რომელიც ამერიკული დაფინანსების ერთ-ერთი უმსხვილესი მიმღები იყო, დაახლოებით 100 მილიონიანი დაფინანსება შეუწყდა ისეთ სფეროებში, როგორიცაა ეკონომიკა და თავდაცვა. 200 მილიონი კი შეფერხების შემდეგ მიეწოდება ეგვიპტის სამხედრო ინდუსტრიას.

ამერიკის მთავრობის წარმომადგენლები ანონიმურად აცხადებენ, რომ ამის საფუძველი ეგვიპტეში არსებული ადამიანის უფლებების მდგომარეობაა.

გადაწყვეტილება ეგვიპტემ დაგმო და მას "სტრატეგიული ურთიერთობების არასათანადო შეფასება" უწოდა. ეგვიპტის მთავრობამ ასევე გააუქმა თეთრი სახლის მრჩევლის ჯარედ კუშნერის შეხვედრა ეგვიპტის საგარეო საქმეთა მინისტრ სამე შუქრისთან.

ეგვიპტის პრეზიდენტი აბდელ ფატა ელ-სისი აპრილში პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში მიიღო და მას ისლამისტი ექსტრემისტების წინააღმდეგ ომში მთავარი პარტნიორი უწოდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG