ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მეზობლები ყატარს მოთხოვნებს უყენებენ


საუდის არაბეთი და სპარსეთის ყურის სხვა ქვეყნები ყატარს მოთხოვნებს უყენებენ.

ყატარსა და ოთხ არაბულ ქვეყანას შორის მედიატორის როლს ქუვეითი თამაშობს. საუდის არაბეთი, ბაჰრეინი, არაბთა გაერთიანებული საემიროები და ეგვიპტე ყატარს ირანში დიპლომატიური მისიის შეწყვეტისკენ და ყატარში ბაზირებული ტელეკომპანია ალ-ჯაზირას დახურვისკენ მოუწოდებენ.

არაბული ქვეყნები ყატარისგან ასევე ითხოვონ „ტერორისტულ ორგანიზაციებად“ გამოაცხადოს დაჯგუფებები „მუსლიმთა საძმო“, „ალ-ყაიდა“ და „ჰეზბოლა“.

მოთხოვნების შესასრულებლად ყატარს 10 დღიანი ვადა აქვს. თუმცა არაბულ ქვეყნებს არ დაუკონკრეტებიათ რას მოიმოქმედებენ ამ მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG