ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სულ მცირე 10 ჯარისკაცი დაიღუპა ეგვიპტეში


სულ მცირე 10 ეგვიპტელი ჯარისკაცი დაიღუპა ეგვიპტეში მომხდარი აფეთქებისას. ეგვიპტის ჩრდილოეთ ქალაქ სინაიში მანქანა სამხედრო გამშვებ პუნქტთან ახლოს აფეთქდა.

ეგვიპტის მთავრობის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, სულ 26 ჯარისკაცი დაიღუპა და დაშავდა.

ეგვიპტის არმია მომხდარს ტერორისტულ აქტად აფასებს. აფეთქებაზე პასუხისმგებლობა აქამდე არავის აუღია.

არმია ასევე იუწყება, რომ უსაფრთხოების ძალებმა რამდენიმე გამშვებ პუნქტზე თავდასხმა აღკვეთეს. „40 თავდამსხმელი განეიტრალდა 6 მანქანის განადგურებისას,“ ნათქვამია განცხადებაში.

ეგვიპტე დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოს“ 2013 წლიდან ებრძვის.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG