ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ქაიროს ქუჩებში დემონსტრაციები გრძელდება


ევროკავშირის საგარეო საქმეთა უმაღლესი კომისარი კატრინ ეშტონი ოთხშაბათს ეგვიპტის დედაქალაქს ესტუმრა

ეგვიპტეში გადატრიალების შედეგად დამხობილი პრეზიდენტი მოჰამედ მორსის მხარდამჭერები მთელი ქვეყნის მასშტაბით აგრძელებენ საპროტესტო დემონსტრაციებს. ისინი უარს ამბობენ აღიარონ მინისტრთა დროებითი კაბინეტი, რომელმაც ქვეყანა საპრეზიდენტო არჩევნებამდე უნდა მართოს. მიუხედავად იმისა, რომ დროებითმმა მმართველებმა მუსლიმთა საძმოს და სხვა ისლამისტურ პარტიებს კაბინეტში თანამდებობები შესთავაზეს, რაზეც მათ კატეგორიული უარი განაცხადეს.

ქაიროს ქუჩებში დემონსტრაციები უწყვეტად მიმდინარეობს. მომიტინგეები პრეზიდენტი მორსის თანამდებობაზე დაუყოვნებელ დაბრუნებას ითხოვენ.

ევროკავშირის საგარეო საქმეთა უმაღლესი კომისარი კატრინ ეშტონი ოთხშაბათს ეგვიპტის დედაქალაქს ესტუმრა და ერთ-ერთი უკანასკნელი საერთაშორისო ლიდერია, რომელმაც შეხვედრები გამართა დროებით პრემიერ მინისტრ ჰაზემ ელ ბებლავისა და დროებით პრეზიდენტ ადლი მანურთან.
XS
SM
MD
LG