ეგვიპტის შინაგან საქმეთა მინისტრი განდევნილი პრეზიდენტის მოჰამედ მორსის მომხრეებს მოუწოდებს ქაიროს ქუჩებში დადგმული კარვები დატოვონ. მინისტრი დემონსტრანტებს „უსაფრთხო გასასვლელის“ უზრუნველყოფას პირდება.
დღეს, სახელმწიფო ტელევიზიით გაკეთებულ განცხადებაში, ეგვიპტის შინაგან საქმეთა სამინისტრომ მანიფესტანტებს მოუწოდა გაათავისუფლონ დაკავებული მოედნები. გუშინ, ეგვიპტის არმიამ შინაგან საქმეთა სამინისტროს განკარგულება მისცა, რომ ამ უკანასკნელმა დემონსტრანტებთან დაკავშირებით საპასუხო ნაბიჯები გადადგას.
ამ ფონზე, საერთაშორისო საზოგადოება ეგვიპტელებს და ქვეყნის ხელისუფლებას თავშეკავებისკან მოუწოდებს.